დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
ბრედფილდი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: დღე/ღამის ცვლა
ადგილმდებარეობა: ლილო
ბენეფიტები:
** საწვავის ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ყოველთვიური კვების დანამატი
** სამოტივაციო პროგრამები
** სწავლებისა და განვითარების სისტემა
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
ძირითადი მოვალეობები:
** ქარხანაში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
** მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
** დანადგარების ელექტროკარადების პერიოდული მეთვალყურეობა: ვიზუალური კონტროლი, წმენდა, ელექტროსადენების და კონტაქტების გადამოწმება. პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა
** ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
** ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
** ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია
** არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტრობის მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი
დაინტერესებულს პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:vacancyibh@ibh.ge
|
|
|
|