Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება სატელეფონო, ადგილზე მოსული თუ სოციალური ქსელით.
** ფილიალის სალარო ოპერაციების მართვა, რეპორტების გადაგზავნა
** ფილიალის ყოველდღიური ღონისძიების მართვა და ორგანიზება
** პროდუქციის შეკვეთა, მიღება, აღრიცხვა
** მომხმარებელთან მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესება
** საჭიროებიდან გამომდინარე ახალი კადრის მოძიება, დანიშვნა, გათავისუფლების გადაწყვეტილებაში მონაწილეობა.
** დაქვემდებარებული კადრებების სამუშაო გეგმის და გრაფიკის შედგენა, დავალებული სამუშაოების მონიტორინგი.

უნარ-ჩვევები:

** შედეგებზე ორიენტირებული
** ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარი
** სტრესულ სიტუაციის მართვა არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა/გამოცდილება
** საოფისე პროგრამის EXCEL ცოდნა

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტროს მიმდებარე ლოკაცია
** სამუშაო გრაფიკი: სრული 11:00-დან 20:00-მდე ან 22:00-მდე შეკვეთების მიხედვით
** ანაზღაურება: 6 დღე 1600ლ (ხელზე) + ბონუსური სისტემა, 6 დღე 1300 ლ (ხელზე) + ბონუსური სისტემა
** კვება

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თვენი რეზიუმე birthdaycanter@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე