Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ საცხოვრებელი სახლების დაცვის თანამშრომელს.

"არქიში" დასაქმებული დაცვის თანამშრომლის ფუნქციები იქნება:

** საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** საერთო სარგებლობის სივრცეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
** წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კონტროლი;
** მატერიალური ფასეულობების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი
სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 16 ივნისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე