დასახელება:
სახანძრო უსაფრთხოების პროექტების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ანაქსი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების პროექტების მართვის მენეჯერი.
მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის ქ, 27ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ზედამხედველობა;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური დეტალური კონტროლი;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებული დაქვემდებარებულების მართვა და დავალებების მიცემა (კადრების შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში დათხოვნა);
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შედგენა, მომზადება, კონტროლი;
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ობიექტის ყოველდღიური ჟურნალის, რეპორტის წარმოება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** ობიექტზე არსებული მასალის აღწერა;
** მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** მონიტორინგი ეფექტური ნაკადის პროექტის პროცესებში;
** პროექტის ბიუჯეტში ლიმიტების კონტროლი შესაბამისად მიღებულ მოთხოვნასთან;
** საქმიანობის დეტალური და ფინანსური ანგარიშის მომზადება და კონტროლი.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები
** აუცილებელი მოთხოვნა - B კატეგორიის მართვის მოწმობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge.
"სათაურის ველში" ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|