დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ანაქსი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის 27 (აშენდის სავაჭრო ცენტრი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის შეთავაზება;
** კლიენტისთვის სერვისის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** სატელეფონო ზარების/მეილების პასუხი;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** ობიექტებზე ვიზიტი საჭიროებისამებრ;
** რეპორტინგი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
უნარ-ჩვევები:
** ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge.
"სათაურის ველში" ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|