Робота для біженців з України
მომარაგების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების სპეციალისტი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის 27ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** ობიექტებზე საჭირო მასალის მიწოდება;
** საჭირო მასალის შესყიდვა/მიწოდება მისამართზე;

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge.

"სათაურის ველში" ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე