Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი კარდიო-მეტაბოლური მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი კარდიო-მეტაბოლური მიმართულებით
მომწოდებელი: EGIS Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი გენერიკული ფარმაცევტული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფარმაცევტული ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლს.

"დსს ეგის ფარმაცეუტიკალს" წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე კარდიო-მეტაბოლური მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები:

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ზოგადი პროფილის ექიმი, კარდიოლოგი)
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft office: Word, Excel, Power Point)
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და პროდუქციის დანერგვის უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად, განსაკუთრებით კარდიოლოგიის სფეროში.
** გუნდური მუშაობის უნარი
** მართვის მოწმობა: B კატეგორია

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ინგლისურ და ქართულ ენებზე ფოტოსურათით (3x4), ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაწკაპუნებით: https://jobs.servier.com/job-invite/9029/

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შემდგომი გასაუბრებისთვის.

ჩვენი მისიაა ვემსახუროთ ადამიანებს მთელი ჩვენი ცოდნით და უზრუნველვყოთ მათი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე