Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჰიტეკო გრუპი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"Hiteco Group" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მოგროვება-დამუშავება;
** პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა და პროგრამაში, ორისი ასახვა, შენახვა-დაარქივება;
** rs.ge-ზე მუშაობა, სასაქონლო ზედნადებებისა და ფაქტურების გამოწერა-კორექტირება;
** დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** შესყიდვებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** დეკლარაციებთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვა;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების, ავანსისა და მოხმარებული საწვავის კონტროლი;
** სხვა, უშუალო უფროსის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "ორის"-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო კვირა: ორშაბათი - შაბათი
** შრომის ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
** მდებარეობა: თბილისი, საბურთალო

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე