Робота для біженців з України
მზარეული - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ზაფხულის სეზონისთვის.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა/დაცვა;
** პროდუქციის იერსახისა და ხარისხის კონტროლი;
** სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** სამზარეულოში არსებული დანადგარების, ინვენტარის გამართული მუშაობის კონტროლი;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მზარეული."

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე