Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მედი ლაინი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სამედიცინო ჯგუფი "მედი ლაინი" უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.

სამედიცინო ჯგუფი "მედი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა;
** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო ოპერაციების სწორად და პასუხისმგებლობით შესრულება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების დამუშავება;
** FINA-ში მუშაობა
** ფილიალში არსებული ნაშთის აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@mediline.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე