დასახელება:
სპეც პედაგოგის დამხმარე ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მშობლების თანადგომა
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომას" 18+ დღის ცენტრი მის: თბილისი, დიდუბე (მეტრო წერეთლის მიმდებარედ) თევდორე მღვდლის 46 აცხადებს ვაკანსიას სპეც პედაგოგის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 5 სამუშაო დღეს 10 - 16 საათამდე. ხელფასი შეთანხმებით. თხოვნაა რეზიუმე გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაეხმაროს სპეც. პედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში.
** ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა
** ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ;
** ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
** შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა
გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით, შესაძლებელია სტუდენტიც (სასურველია ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და აშ...); შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მინიჭება შშმ. პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს !!!
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** ადაპტაციის უნარი.
** პუნქტუალობა
შერჩევის პროცედურა:
** 1 ეტაპი - CV-ის (ქართულ ენაზე) განხილვა;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 27 ივნისი 2025
|
|
|
|