Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638665&print=yes&view=jobs
 
ლაზეროთერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.

მდებარეობა - თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3-4 სამუშაო დღე
სამუშაო გამოცდილება: ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ: სამედიცინო განათლება (სამედიცინო მიმართულებით ბაკალავრიატის დიპლომი მისაღებია)

მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

1. კორპორატიულ ფორმას;
2. მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ნათესავებისთვის;
3. ჯანმრთელობის დაზღვევას;
4. საჩუქრებს დაბადების დღეზე;
5. მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5-ჯერ.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 2 ივლისამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია