დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Master Tools
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "MASTER TOOLS"-ი, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "MASTER TOOLS"-ი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც 12 წელზე მეტია, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს სამშენებლო პროდუქციის დისტრიბუციას. (კერძოდ საღებავების). ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი სერვის ცენტრით ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ვიძლევით გარანტიას ჩვენი პროდუქციის ხარისხზე.
აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ასევე რუსული ან თურქული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)
** ბაზრის კვლევა და კომპანიისთვის სხვა საინტერესო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** კონკურენტების კვლევა და ანალიზი
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
** საქმიანი მიმოწერის წარმოება პარტნიორ კომპანიებთან
** გაყიდვების ანალიზი
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება
** ფასების მონიტორინგი
** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება;
** კლიენტთან ანგარიშსწორება განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად;
** კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** სარემონტო მასალების ცოდნა კერძოდ საღებავების.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა;
(ხელფასი განისაზღვრება სტაჟისა და ცოდნის მიხედვით).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით მისამართზე: info@mastertools-ge.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ტელ.: 595 56 44 66
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|