Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638567&print=yes&view=jobs
 
კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი სამედიცინო განათლება,
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება,
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი, ექიმებთან შეხვედრების ორგანიზება.
** კლინიკის სერვისებზე ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლინიკის შესაძლებლობებზე.
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშების წარმოება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მისამართი: ბათუმი, ნ. გოგოლის შესახვევი N2
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე:

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ივნისი.

Vacancy_Surgery_Batumi@aversi.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია