დასახელება:
სამეურნეო მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბნის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 07:30-11:00, 18:00-20:00. შაბათ-კვირა ერთი საათი
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულების გაღება/დაკეტვა, წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად;
** კლინიკის ქონების დაცვა (მატერიალური ფასეულობები: სხვადსაახვა დანადგარები, ტექნიკა, დეკორაციები და სხვა მსგავსი) დაზიანება/მოპარვისაგან კლინიკის შენობასა და მის შესასვლელ პერიმეტრზე;
** სამეურნეო ტექნიკური საკითხების მონიტორინგი, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსწორება;
** მცირე ტიპის სამეურნეო - ტექნიკური სამუშაოების შესრულება (მაგ.კარის, ფანჯრის საკეტის შეკეთება, ნათურის შეცვლა, მცირე არასამედიცინო ინვენტარის მონტაჟი, ონკანის გადაკეტვა/ შეკეთება)
** კლინიკის ყოველკვირეული გეგმიური შემოვლა და პრობლემების იდენტიფიცირება;
** ინვენტარის, სამედიცინო და არასამედიცინო სახარჯი მასალების საწყობში ან შესაბამის სივრცეში გადაადგილება და/ან განთავსება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** სასურველია საშუალო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამეურნეო და ტექნიკური ინფრასტრუქტურის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/sameurneo-mxardacheris-specialisti/750
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|