Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638534&print=yes&view=jobs
 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტი - ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტი
მომწოდებელი: ერთად რეალური ცვლილებებისათვის
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ა (ა)იპ "ერთად რეალური ცვლილებებისათვის" აცხადებს ვაკანსიას ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტის პოზიციაზე.

პერსონალური ასისტენტის ფუნქცია/მოვალეობები:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
** მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში (კვება, ჰიგიენის დაცვა, თვითმოვლა, სახლის/საოჯახო საქმები, მობილობა, კომუნიკაცია და სხვა);
** განახორციელოს ბენეფიციართან ბინაზე და ბუნებრივ გარემოში მხარდაჭერა;
** ხელი შეუწყოს ბენეფიციართა ცხოვრებისათვის აუცილებელი ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებას.

ორგანიზაციის ვალდებულებები:

** დასაქმებულს შეუქმნას ღირსეული სამუშაო გარემო;
** იზრუნოს დასაქმებულთა პროფესიული ცოდნის განვითარებაზე.

ასისტენტის პოზიციაზე დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

აუცილებელი პირობაა: შერჩეული კანდიდატები დაესწრონ 80 საათიან სასწავლო სატრენინგო პროგრამას, საიდანაც 39 საათი დაეთმობა თეორიულ, ხოლო 41 საათი პრაქტიკულ სწავლებას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე:trc.sakartvelo@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე 555 363763.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია