Робота для біженців з України
რეკლამების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკლამების სპეციალისტი
მომწოდებელი: თრეველ ჯორჯია შალომ
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ჩვენ ვართ ტურისტული კომპანია "თრეველ ჯორჯია შალომ" რომელიც შეიქმნა 2024 წლის 9 სექტემბერს და მას შემდეგ წარმატებულად ვახორციელებთ ტურისტულ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე (შემოგვყავს საქართველოში).

ვაკანსია: რეკლამების სპეციალისტი (ტურისტულ სფეროში)

მდებარეობა: დისტანციურად

ვაკანსიის აღწერა:

ვეძებთ გამოცდილ რეკლამის სპეციალისტს, რომელსაც გააჩნია ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ციფრული რეკლამების წარმოებაში. თქვენი ამოცანა იქნება განავითაროთ და აწარმოოთ მიზნობრივი რეკლამური კამპანიები, რომლებიც მოიზიდავს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** რეკლამური კამპანიების დაგეგმვა და გაშვება Facebook, Instagram, Google Ads და სხვა შესაბამის პლატფორმებზე
** ბაზრის და მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური მართვა
** კონვერსიის მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
** კრეატიული მასალების მომზადებაში მონაწილეობა (სათაურები, ტექსტები, ვიზუალური კონცეფცია - გუნდთან ერთად)
** შედეგების ანალიზი და რეპორტინგი

მოთხოვნები:

** გამოცდილება ციფრული რეკლამების წარმოებაში (სასურველია ტურიზმის სფეროში)
** სარეკლამო კამპანიების წარმოების გამოცდილება ისრაელის ბაზრისთვის
** ებრაული ან ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია კამპანიების ენისთვის)
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** უნარი იმუშაოს დამოუკიდებლად და გუნდთან კოორდინირებულად

უპირატესობად ჩაითვლება:

** გამოცდილება SEO/SEM სტრატეგიებში
** კონტენტის შექმნის უნარი (ტექსტი, ვიზუალი)
** ისრაელში ცხოვრების ან მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (ფიქსირებული + ბონუსები შედეგზე)
** პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე
** საინტერესო და დინამიკური სამუშაო გარემო

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (სასურველია წარსული კამპანიების მაგალითებით) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@travel-georgia.club
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე