დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
კომპანია "ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია დაარსდა 1997 წელს და მას შემდეგ წამყვანი ადგილი უჭირავს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო, ქვევრის ღვინის წარმოება. კომპანიას ასევე აქვს მყუდრო და ოჯახური სასტუმრო კახეთში, კერძოდ ნაფარეულში.
მდებარეობა: თელავი
სამუშაო გრაფიკი: 11:00 დან 20:00 საათამდე
ანაზღაურება: სტანდარტული დღიური ანაზღაურება (შეთანხმებით)
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა;
** სალაროს მართვა;
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი, გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** დარწმუნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ გუნდურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: cellarvacancy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|