Робота для біженців з України
ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: Job Deal
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ყურადღება! Job Deal-ში ვაკანსიაა!

ვეძებთ ციფრულ მარკეტერს, რომლის ამოცანა იქნება ჩვენი სტარტაპის ცნობადობის გაზრდა და გაყიდვების სტიმულირება.

რას მოგცემს ამ პოზიციის დაკავება?

** ჩვენთან შეიძენ იმ ახალ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც გამოგადგება სწრაფ კარიერულ ზრდაში;
** მნიშვნელოვან წვლილს შეიტან უნიკალური კომპანიის განვითარებაში, რაც მთელი ცხოვრება მოგცემს სიამაყის შეგრძნებას.
** შეძლებ დაამსხვრიო შრომის ბაზარზე არსებული სტერეოტიპები, ეს კი დაგეხმარება შენი პორტფოლიო იყოს გამორჩეული;

რის გაკეთება მოგიწევს ჩვენთან?

** ბრენდის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო პროექტების შემუშავება-განხორციელება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
** კომპანიის სოციალური ქსელების (FB, Linkedin, Youtube, Instagram, Tiktok) მართვა;
** კონტენტის შექმნა და მეტაზე ედვერთაიზინგის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა სამუშაო დისკუსიებში ჩართულობა;

როგორ გააკეთებ?

** სამუშაო დისტანციურია - შეგიძლია ნებისმიერი ადგილიდან იმუშაო სრულ განაკვეთზე და 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, სამუშაო საათებიც შენი სურვილისამებრ გადაანაწილო;
** გეყოლება მენტორი, რომელიც გაგიზიარებს სამუშაო ინსტრუმენტებს და დაგეხმარება მიზნის მიღწევაში;
** როგორი იქნება შრომის ანაზღაურების სისტემა?
** ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ პარტნიორული მიდგომის შემოთავაზება შეგვიძლია. შესაბამისად, თვის განმავლობაში, წარმატებით შესრულებული პროექტებიდან %-ს მიიღებ (თვეში 1200-2000 ₾).

იმ შემთხვევაში, თუ:

** გაინტერესებს ბრენდინგი და გსურს სწრაფად განვითარდე მარკეტინგის მიმართულებით;
** გაქვს უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** გიმუშავია ციფრული მარკეტინგის სფეროში (სასურველია);
** კარგად გესმის ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების სპეციფიკა;
** იცი ინგლისური ენა არანაკლებ B2 დონეზე;
** მეგობრობ თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
** შეგიძლია გამართულად და არგუმენტირებულად წერა;
** კარგად გამოგდის კონტენტის შექმნა;
** იცნობ თანამედროვე ტენდენციებს სოციალურ მედიაში;
** ხარ ცნობისმოყვარე, კრეატიული და დაკვირვებული;
** გაქვს პრობლემის გადაჭრის, დროის მართვის და ეფექტური პრეზენტაციის უნარები;

მაშინ შემოგვიერთდი და მისამართზე career@jobdeal.ge გამოგვიგზავნე:

** რეზიუმე
** სამოტივაციო ვიდეო (სასურველია)
** ციფრულ მარკეტინგში შესრულებული რაიმე მასალა (არსებობის შემთხვევაში)

გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე