დასახელება:
FMG პროგრამის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ლოჯისტიკური ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალი კომპანია აცხადებს ვაკანსიას FMG პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** FMG პროგრამაში მუშაობა;
** დავალების, ცხრილების Excell-ში დამუშავება;
** მიღებული შეკვეთების დამუშავება/პროგრამული ასახვა/დისტრიბუტორზე განაწილება;
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი/კორექტირება;
** შემოსული ზარების მიხედვით დავალების პროგრამაში შესრულება;
** პოზიციიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
* სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური და ოპერატიული;
პირობები:
** სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები- ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1000 ლარი
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა-თბილისი, საბურთალო, თ. იოსებიძე 49
** ჯანმრთელობის დაზღვევა/FITPASS
** ბიბლუსის.და გამომცემლობა პალიტრა "ლ" ფასდაკლების ბარათები
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 593 747 767
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: s.makhatadze@logistica.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|