Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638418&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერის/პროდაქტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერის/პროდაქტ მენეჯერი
მომწოდებელი: ავტორაიდერი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
შპს "ავტორაიდერი" საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის/პროდაქტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაცია
** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება
** სოციალური მედიის მართვა (ფეისბუქი, ინსტაგრამი...)
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა. პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციით კონსულტანტების უზრუნველყოფა, მათი ტრენინგი საჭიროების შემთხვევაში
** მოგების მაქსიმიზირების მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება
** პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა, ახალი კლიენტების (მათ შორის კორპორაციულების) მოძიება-მოზიდვა, ძველი კლიენტების შენარჩუნება და მათი ლოიალობის გაზრდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება საცხებ-საპოხი საშუალებების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს
** სტანდარტული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
** მათემატიკის ძალიან კარგი ცოდნა
** ლოგიკური აზროვნების ძლიერ განვითარებული უნარი
** ენერგიული და კომუნიკაბელური, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge და მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია