Робота для біженців з України
რეზერვაციის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო Gino Seaside Tbilisi
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სასტუმრო "Gino Seaside Tbilisi, TRADEMARK COLLECTION BY WYNDHAM" - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.

სასტუმრო მდებარეობს "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვაპარკში.

სასტუმრო "Gino Seaside Tbilisi, TRADEMARK COLLECTION BY WYNDHAM" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

** რეზერვაციების პროცესის სრული მართვა და კონტროლი;
** ჯავშნების მიღება ყველა არხიდან (ვებსაიტი, ტელეფონი, ელფოსტა);
** ჯავშნის ყველა დეტალის ზუსტად დაფიქსირება PMS სისტემაში;
** გაუქმებების, გადაჯავშნების და არ გამოცხადების ("no-show") მართვა;
** დატვირთვის სტატისტიკის ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა;
** კომპანიებთან კომუნიკაცია საჭიროებისამებრ.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სასტუმროს რეზერვაციებში;
** PMS სისტემების ცოდნა;
** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია გთავაზობთ:

** 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე;
** გრაფიკი 10:00-დან 19:00-მდე ;
** ანაზღაურება 2000 ლარი (NET)
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@ginohotels.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე