Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ბათუმში.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება, უპირატესობების გაცნობა
** მომხმარებლების დარწმუნება და შეკვეთის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებლის დარწმუნების უნარი

ანაზღაურება: 1000 ლარიდან + ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 5 დღე)
სამუშაო გარემო: ე.წ. "კარდაკარ" პრინციპით

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 18 ივნისი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების აგენტი - ბათუმი".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე