დასახელება:
ინსტალატორი
|
მომწოდებელი:
Digital TV
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.
DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
ბენეფიტები კომპანიისგან:
** ავტომობილის დაზღვევა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
** საწვავით უზრუნველყოფა
** მანქანის ცვეთის ხარჯი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით); შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 2000 ლარიდან)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 2 ივლისის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: "ინსტალატორი თბილისში".
|
|
|
|