Робота для біженців з України
ფუდ მეიქერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფუდ მეიქერი
მომწოდებელი: Book Cafe
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კაფეთა ქსელი "Book Cafe" "ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა 2014 წლიდან.

კაფეს ინტერიერი მყუდრო, აკადემიური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაც ქმნის კომფორტულ და გემოვნებიან სივრცეს მომხმარებლისთვის.

"Book Café" აცხადებს ვაკანსიას ფუდ მეიქერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ადგილმდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზირი 82, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ.
** დასვენების დღე: კვირა;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სენდვიჩების, სალათების, პუდინგების და დანარჩენი სამზარეულოს პროდუქტების მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტების შენახვისა და ვადების კონტროლი;
** ინვენტარის მოვლა და გაფრთხილება შესაბამისი სტანდარტის ნორმების დაცვით.

მოთხოვნები: სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელფოსტაზე hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფუდ მეიქერი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე