Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638369&print=yes&view=jobs
 
ფრონტლაინ ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტლაინ ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა მოტორსის" გუნდში ფრონტლაინ ოპერაციების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სამუშაოს დაწყებისა და დასრულების მართვის მექანიზმების შექმნა;
** შოურუმში რიგებისა და გადატვირთულობის მართვისა და მონიტორინგის სისტემების შექმნა;
** ტექნიკური ან ოპერაციული შეფერხებების მონიტორინგი;
** დისციპლინის, სამუშაოდა შიდა სტანდარტების კონტროლი;
** კონსულტანტების ქცევითი შესრულების დაკვირვება და შეფასება;
** მოტივაციის წახალისებისა და გამოწვევების ადრეული იდენტიფიცირება;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა გადანაცვლებისა და რესურსის ხელახალი გადანაწილების ორგანიზება;
** ფილიალების მიხედვით საჭირო კონსულტანტების რეკრუტინგი;
** ფილიალის კონსულტანტების რაოდენობრივი დაგეგმვა დღეების, სეზონების, საათების მიხედვით;
** დატვირთულობის პროგნოზირება ვიზიტორებისადა ბილეთის საშუალო დროის საფუძველზე;
** Workforce Analyst-თან მონაცემების შედარებადა ადაპტაცია;
** ყოველდღიური ინციდენტების აღრიცხვა (სერვისი, IT, ლოჯისტიკა);
** რეაგირების პროცესის სწრაფი კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან;
** ყოველკვირეული ინციდენტების სტატისტიკის შედგენა და ანალიზი;
** საჭიროებების კომუნიკაცია ტრენინგცენტრთან;
** კონსულტანტების მობილიზება და ტრენინგ კალენდრის მართვის მხარდაჭერა;
** პოსტ-ტრენინგ უკუკავშირის შეგროვება და ანგარიშგება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ოპერაციული და სისტემური აზროვნება;
** თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** პრობლემის დროული გამოვლენადა ესკალაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირება და CXხედვა;
** ორგანიზებულობადა მოქნილობა ცვალებად გარემოში;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** მინიმუმ 2წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
** MS Excel და ძირითადი ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნე განაცხადი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია