დასახელება:
ტრაილერის მძღოლი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
ვიწვევთ ტრაილერის მძღოლებს ევროპაში სამუშაოდ - როგორც გამოცდილებს, ასევე დამწყებებს.
ვეძებთ შრომისმოყვარე და პატიოსან ადამიანებს, ვისაც სურს გამოიმუშაოს:
** სწავლის პერიოდში - თვეში 1500 ევრო (დაახლოებით 4500 ლარი)
** შემდგომში - 2300-2500 ევრო (დაახლოებით 7000-8000 ლარი)
ანაზღაურების დეტალები:
** დამწყებთათვის სტაჟირების პერიოდში - დღეში 50 ევრო (დაახლოებით 155 ლარი). სტაჟირება გრძელდება საშუალოდ 2-4 კვირა. ამ დროს მოსწავლე მუშაობთ გამოცდილ მძღოლთან ერთად რეისზე.
** სტაჟირების შემდეგ მოსწავლე აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ბაზაზე, რაც მოიცავს:
- ტრაილერის მართვას ახლო მანძილზე,
- მისაბმელის ჩაბმას/ჩახსნას,
- მისაბმელის დაყენებას რამპასთან.
შემდეგ კი მიიღებს მანქანას და ხელფასი გაუხდება დღეში 75 ევრო (დაახლოებით 233 ლარი).
** დაახლოებით 1 წლის შემდეგ ხელფასი იქნება - დღეში 80 ევრო (დაახლოებით 248 ლარი).
** 1.5-2 წლის შემდეგ 85 ევრო (დაახლოებით 264 ლარი).
გამოცდილი მძღოლებისთვის:
** 1 წლიანი გამოცდილებით - 80 ევრო დღეში
** 2 წლიანი გამოცდილებით - 85 ევრო დღეში
ასევე შესაძლებელია პერიოდული დანამატები, მაგალითად:
** ზაფხულში - +3 ევრო დღეში
** ინგლისში რეისების დროს - +5 ევრო დღეში
ხელფასი ირიცხება ყოველ თვეს, 10 რიცხვში ბარათზე.
არ არის ჯარიმები და თანხის გამოკლებები.
სამუშაო გრაფიკი - ინდივიდუალურია:
ჩვენთან მუშაობენ როგორც კაცები, ქალები, ასევე წყვილები ცოლ-ქმარი
გრაფიკი შეთანხმებით:
** 3 კვირა მუშაობა/2 კვირა დასვენება
** 6 კვირა მუშაობა/3 კვირა დასვენება
** 3 თვე მუშაობა/1 თვე დასვენება და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო გრაფიკი წინასწარ შეთანხმდეს ხელმძღვანელობასთან.
საჭირო საბუთები:
** პოლონეთის ვიზა (მოწვევას აგზავნის კომპანია)
** მართვის მოწმობა - CE კატეგორია
** ტახოგრაფის ბარათი (ქართული ან პოლონური)
** KOD-95 (პოლონური)
** ADR - საბაზისო (სასურველია)
** ფსიქო-ტესტი და სამედიცინო შემოწმება (კეთდება ადგილზე)
შესაძლებელია KOD-95 და ტახოგრაფის ბარათის სწავლება საქართველოდან ონლაინ, მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფის შეკრების შემთხვევაში.
მათ ვისაც C კატეგორია 2009 წლამდე აქვს აღებული მოუწევს მოკლე 5 დღიანი ონლაინ კურსი, ხოლო მათ ვისაც 2009 წლის შემდეგ 28 დღიანი ონლაინ კურსი.
მინიმალური მოთხოვნები:
** სატვირთოს მართვის ცოდნა
** ნავიგაციით სარგებლობა
** ელემენტარული დონეზე რუსული, ინგლისური ან პოლონური ენის ცოდნა
კომპანიის შესახებ:
კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური ფირმა ევროპაში.
ჰყავს 1300-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი და 2000-ზე მეტი თანამშრომელი (მათ შორის - ქართველები).
რეისები სრულდება მთელი ევროპის მასშტაბით.
ცენტრალური ოფისი მდებარეობს პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, სადაც მძღოლები ბინავდებიან კომპანიის სასტუმროში და შემდეგ გადანაწილდებიან ევროპის სხვადასხვა ბაზებზე. პოლონეთიდან წაგიყვანთ კომპანიის მიკროავტობუსი.
დამწყებები გადიან სტაჟირებაზე, ხოლო გამოცდილები - უშუალოდ პირდაპირ რეისში.
თვითმფრინავი ქუთაისი-პოზნანი კვირაში 3-ჯერ დაფრინავს - რაც მოსახერხებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით WhatsApp/Viber ან ელექტრონულ ფოსტაზე
შეგიძლიათ დაგვიტოვოთ ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინება — რაზეც უმოკლეს დროში გიპასუხებთ და მოგაწვდით ამომწურავ პასუხებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+48 517 906 337 (პოლონეთი)
WhatsApp/Viber: +48 517 906 337
ელფოსტა: infonygus@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|