დასახელება:
ავტომანქანების ქიმწმენდის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ტოპ-ოილ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტომანქანების ქიმწმენდის სპეციალისტის პოზიციაზე!
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" ფუნქციონირებს იმერეთის ბაზარზე 2022 წლიდან, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო საზეთ-საპოხი საშუალებებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს, ასევე მაღალი ხარისხის ავტო სერვისს.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, შპს "ტოპ-ოილ მოტორსი".
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N43.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვის ცენტრში შემოსული ავტომობილის რეცხვა;
** სექტორის მენეჯერისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სექტორის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება სატრანსპორტო საშუალების გარეცხვის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში, გაინტერესებთ საავტომობილო ბიზნესი და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი (CV) შემდეგ მისამართზე: topoilmotors2022@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე
595571766/597985221.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" გისურვებთ წარმატებას
|
|
|
|