Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის დამხმარე - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე (საწყობის მუშა), მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, კოჯორი, ვაზიანი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ადლია, ხონი)

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** პროდუქციის მიღებისას, საწყობის უფროსისათვის და მენეჯერისათვის დახმარების გაწევა მიღებული საქონლის გადახარისხებაში და შემდგომ მათ დასაწყობებაში;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, პროდუქტის დაცულად და უსაფრთხოდ გადატანა/გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** უხარისხო პროდუქტის აღმოჩენისას უშუალო ხელმძღვანელზე ინფორმაციის დროული მიწოდება;
** საკვების ნარჩენების დროულად გატანა;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ტრანსპორტით მომსახურებას აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (8 საათიანი სამუშაო დრო)
ანაზღაურება: დღეში - 63, 22 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე