Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია მონალიზა
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
მაღაზია "მონალიზა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:

ჭავჭავაძის N28
რუსთაველი 29 - გალერია მოლი

სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე კვირაში, შეთანხმებით.
პირველი თვე: ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი.
დარიცხული ხელფასი: 1200+ ბონუსი

ჩვენს შესახებ: მაღაზია "Monnalisa" არის ახალი, საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც გამოირჩევა პრემიუმ კლასის, მაღალი ხარისხის, საბავშვო პროდუქციით.

სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის განსაკუთრებულ მომსახურებას და დაეხმარება შესაფერისი პროდუქციის შერჩევაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან თბილი და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** მომხმარებლისთვის რჩევების მიცემა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
** გაყიდვების ოპერაციების ეფექტურად მართვა.
** მაღაზიის ორგანიზებული, სუფთა და ვიზუალურად მიმზიდველი გარემოსს შენარჩუნება

მოთხოვნები:

** ინგლისური (B1) და რუსული (B1) ენების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალურობა;
** მოქნილობა სხვადასხვა ცვლაში მუშაობისთვის;
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობები:

** კონკურენტული ხელფასი, ბონუს სისტემასთან ერთად.
** თანამშრომლების ფასდაკლება Monalisa-ს პროდუქტებზე.
** პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
** დამხმარე და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე t.diasamidze@luxeboutique.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე