Робота для біженців з України
ავტოდამტვირთველის და საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოდამტვირთველის და საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის და საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.nutrimax.ge

სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - ორშ - პარ 09:00-18:00, შაბათი 09:00-16:00
ანაზღაურება - 1500 (ხელზე ასაღები თანხა)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ გაწერილი დღის გეგმის და ინსტრუქციების მიხედვით ნედლეულის მომარაგება;
** წარმოების პროცესში ნედლეულის გადანაწილება სხვადასხვა სივრცეში;
** საჭირო მასალების მიღება, გაცემა, აღრიცხვა და აღნიშნულის პროგრამულად ასახვა;
** სატვირთო მანქანის დატვირთვა ნედლეულით და მზა პროდუქციით.

ძირითადი მოთხოვნები:
ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eAyzvNRb
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე