Робота для біженців з України
მემონტაჟე/ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემონტაჟე/ინსტალატორი
მომწოდებელი: ჯეო ელექტრონი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სს "ჯეო ელექტრონი", ლიდერი კომპანია ელექტრო სამონტაჟო სფეროში, ეძებს გუნდის ახალ წევრებს მემონტაჟის/ინსტალატორის პოზიციაზე.

ჩვენთან თქვენ გელოდებათ მეგობრული გარემო, უსაფრთხო სამუშაო პირობები, ღირსეული ანაზღაურება და პროფესიული განვითარების პერსპექტივა.

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

** შიდა და გარე ელექტრო ქსელების მშენებლობა;
** ქვესადგურის მშენებლობა;
** ელ. გამანაწილებელი ფარების მოწყობა;
** საკაბელო არხების მონტაჟი;
** განათების სისტემების მონტაჟი და შესაბამისი დაქსელვა;
** IT ქსელის მოწყობა და შესაბამისი დაქსელვა;
** ვიდეომეთვალყურეობის (CCTV) სისტემების მონტაჟი და შესაბამისი დაქსელვა;
** ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციისა (Fire alarm system) და გაფრთხილების სისტემების მონტაჟი (Public address systems);
** სხვა თანმდევი სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება ან/და სერტიფიკატი ელექტრო-სამონტაჟო სფეროში;
** სამონტაჟო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო-სამონტაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენისა და ანალიზის უნარი;
** სამუშაო დროის მენეჯმენტი;
** პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების სურვილი;
** დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო არეალი: თბილისი და მისი შემოგარენი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: installer@geoelectron.ge

განაცხადების მიღების საბოლო ვადა არის 2025 წლის 30 ივნისი.

პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე