დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ეს-კა იმპექსი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
შპს "ეს კა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "ეს კა იმპექსი"-ის ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს აფთიაქებს და ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 19.
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** აკურატული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლისა და მარაგების მიწოდება შესაბამისი მომხმარებლისთვის;
** შემოსული და გაცემული მარაგების კონტროლი;
** გასაცემი შეკვეთების შეგროვებაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში საქონლისა და მარაგების გადაადგილებასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
** განბაჟების პროცედურებში მონაწილეობა, უშუალოდ საბაჟოზე;
** საჭიროების შემთხვევაში, მივლინება რეგიონებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.kapanadze@skimpex.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".
ასევე დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 599313191
|
|
|
|