დასახელება:
სალონის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
M-CLUB
|
გამოქვეყნდა: 31 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
სილამაზის სალონი "M-CLUB" აცხადებს ვაკანსიას სალონის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 2/2
ანაზღაურება: მაღალი შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლების ჩაწერა მომსახურების მისაღებად და შესაბამისი გეგმა-გრაფიკების წარმოება;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის/მომსახურების შეთავაზება და კოორდინაცია;
** სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.
** პროდუქციის აღრიცხვის და ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა;
** სალონში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, კამპანიებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარები და მოთხოვნები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: ან გამოვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: stchitchileishvili@gmail.com 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სალონის მენეჯერი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|