Робота для біженців з України
მარკეტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტის მენეჯერი
მომწოდებელი: მარკეტი სპარი
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
მარკეტი "სპარი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტის მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტის ადგილმდებარეობა: დიმიტრი უზნაძის 74 (პლეხანოვის მიმდებარედ)
სამუშაო დრო: სრული გრაფიკი
ანაზღაურება: 1650 ლარი + საბონუსე სისტემა

ჩვენ გთავაზობთ:

** საბონუსე და მზარდ კომპენსაციის სისტემას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** დაწინაურების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, დამლაგებელი, ადმინისტრატორი);
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciesgnt@gmail.com. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მაღაზიების მენეჯერი". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 593 171 177

მაღაზია "სპარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე