Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ეკო დისტილერია
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
შპს "ეკო დისტილერია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

შპს "ეკო დისტილერია" — ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით ქმნის მაღალი ხარისხის უნიკალურ პროდუქტებს და მიზნად ისახავს ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ალკოჰოლის ბაზარზე.

შპს "ეკო დისტილერია" აერთიანებს საწარმოს, მარკეტინგულ ჯგუფს, სრულად აღჭურვილ ვიდეო/ფოტო სტუდიას და საკუთარ ლურჯი მოცვის პლანტაციას.

კომპანიის პირველი პროდუქტი — "მრთელი", წარმოადგენს სრულიად ახალ სიტყვას ქართულ ალკოჰოლურ ბაზარზე. ის მიეკუთვნება ღვინისეული სასმელების კატეგორიას და წარმოადგენს ლურჯი მოცვის წვენისა და საფერავის კომბინაციას. არ შეიცავს დამატებით შაქარს, აქვს საშუალოზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობა, ლიქიორისებრი სხეული და უნიკალური გემო, რომელიც მარტივად დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.

2025 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 10-მდე ახალი სასმლის გამოშვებას თავისივე უნიკალური კონცეფციის შესაბამისად.

ვის ვეძებთ?

ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც:

** გახდება ჩვენი მეგობრული და პროფესიონალური გუნდის აქტიური წევრი;
** ადვილად აუღებს ალღოს ჩვენი მუშაობის კომპლექსურ ფორმატს;
** მთელი აზარტით ჩაერთვება გაყიდვების ქსელის გაფართოებაში;
** გააძლიერებს კომპანიის პოზიციებს კორპორატიულ სექტორში;
** იქნება ჩვენი ბრენდის ამბასადორი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და მოტივირებულობა;
** შედეგებზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიების მოძიება, კომუნიკაცია და ინდივიდუალურად მორგებული კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** ბრენდისა და პროდუქციის შესახებ საინფორმაციო და გაყიდვებზე ორიენტირებული პრეზენტაციების შექმნა და წარდგენა;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და პირისპირ მოლაპარაკებების წარმართვა;
** სავაჭრო წერტილებისა და სადისტრიბუციო არხების გაფართოებაზე მუშაობა, ახალი ობიექტების იდენტიფიცირება და აქტიური ჩართულობა გაყიდვების ქსელის ზრდაში;
** კორპორატიული შეკვეთების სრულფასოვანი მართვა — შეკვეთების მიღება, დამუშავება, კოორდინაცია და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში გაყიდვებისა და მარაგების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** დეგუსტაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი, გაყიდვების გუნდისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა;
** კომპანიის დირექტორის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ?

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული სარგო 1000-2000 ლარი + KPI ბონუსები);
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს, როგორც გაყიდვებში, ასევე მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით;
** მონაწილეობას ინოვაციური პროდუქტის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე გატანაში;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@mrteli.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე