დასახელება:
დირექტორის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ეკო დისტილერია
|
გამოქვეყნდა: 31 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
შპს "ეკო დისტილერია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
შპს "ეკო დისტილერია" — ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით ქმნის მაღალი ხარისხის უნიკალურ პროდუქტებს და მიზნად ისახავს ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ალკოჰოლის ბაზარზე.
შპს "ეკო დისტილერია" აერთიანებს ალკოჰოლის საწარმოს, მარკეტინგულ ჯგუფს, სრულად აღჭურვილ ვიდეო/ფოტო სტუდიას და საკუთარ ლურჯი მოცვის პლანტაციას.
კომპანიის პირველი პროდუქტი — "მრთელი", წარმოადგენს სრულიად ახალ სიტყვას ქართულ ალკოჰოლურ ბაზარზე. ის მიეკუთვნება ღვინისეული სასმელების კატეგორიას და წარმოადგენს ლურჯი მოცვის წვენისა და საფერავის კომბინაციას. არ შეიცავს დამატებით შაქარს, აქვს საშუალოზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობა, ლიქიორისებრი სხეული და უნიკალური გემო, რომელიც მარტივად დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.
2025 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 10-მდე ახალი სასმლის გამოშვებას თავისივე უნიკალური კონცეფციის შესაბამისად.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ მენეჯერის ასისტენტს, რომელიც გამოირჩევა ორგანიზებულობით, პუნქტუალურობითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე. პოზიცია მოითხოვს სრულ განაკვეთზე მუშაობას და ღიაა კარიერული წინსვლის შესაძლებლობისთვის კომპანიის შიგნით.
ძირითადი მოვალეობები:
** შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
** შეხვედრების რეზიუმეების ხარისხიანად და ოპერატიულად მომზადება;
** დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კალენდრის მართვა;
** საჭირო მასალების მოძიება, ანალიზი და შეჯამება;
** მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** პარტნიორი კომპანიების მოძიებაში და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში დახმარება;
** მარკეტინგული პრეზენტაციებისა და გაყიდვებზე ორიენტირებული მასალების შექმნაში გუნდის მხარდაჭერა;
** დეგუსტაციებისა და პრეზენტაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** დირექტორის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
რას გთავაზობთ?
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული სარგო 1000-1500 ლარი);
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა გაყიდვების, მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით;
** საკუთარი წვლილის შეტანა ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანაში;
** კომფორტული სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრალურ უბანში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@mrteli.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "დირექტორის ასისტენტი".
|
|
|
|