Робота для біженців з України
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტი
მომწოდებელი: CIPRF
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პრეზიდენტის ასისტენტის პოზიციაზე.

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი/The Center for International Politics Research and Forecasting (CIPRF) - სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებს თბილისში. ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა, კვლევის შედეგების გავრცელება და გლობალური პროცესების პროგნოზირება.

ცენტრის მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს როგორც საერთაშორისო (გლობალური), ასევე ეროვნული (ლოკალური) მნიშვნელობის ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების აკადემიური გააზრებისა და გადაჭრის პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი ახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს, მართავს სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და სხვა აკადემიურ ღონისძიებებს, ასევე აქტიურად არის ჩართული მსგავს საერთაშორისო და რეგიონულ ფორუმებში. გარდა ამისა, ცენტრი დიდი ძალისხმევით არის ჩართული საქართველოს წინაშე მდგარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაში.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ, პუნქტუალურ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ინგლისურის ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე, ფლობენ როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევებს და ინტერესდებიან სამეცნიერო თემატიკით. კანდიდატმა უნდა გამოავლინოს მზადყოფნა ეფექტურად იმუშაოს ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტის პოზიციაზე 6-12 თვის განმავლობაში და, კარიერული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, მომავალში დაიკავოს უფრო მაღალი პოზიცია ორგანიზაციის შიგნით.
ასისტენტის ძირითადი მოვალეობებია ცენტრის პრეზიდენტს დაეხმაროს საქმიანობაში და დროულად/ხარისხიანად შეასრულოს მისგან მიღებული დავალებები. უფრო კონკრეტულად, ასისტენტს მოუწევს მუშაობა შემდეგ საქმეებზე:

** ცენტრის პრეზიდენტის ყოველდღიური საქმიანობისა და კალენდრის მართვა;
** ცენტრის ღონისძიებების ორგანიზება და მართვა;
** ცენტრის სამუშაო პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** ცენტრის შეხვედრების ორგანიზება და რეზიუმირება;
** ცენტრის მკვლევართა ჯგუფისთვის დახმარების გაწევა;
** ცენტრის სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;
** სხვადასხვა თემებზე მასალების მოძიება, კვლევა, ანალიზი, სინთეზირება და რეზიუმირება;
** ცენტრის აკადემიური გამოცემების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** ცენტრის პრეზიდენტის სხვადასხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტ, 13-ე კორპუსი (მეტრო დელისის მიმდებარედ).
სამუშაო გრაფიკი: სრული ან არასრული განაკვეთი (კვირაში მინიმუმ 25 სთ). უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ სრული განაკვეთით მუშაობას.

ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე. ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებულია ასისტენტის კომპეტენციებზე, სამუშაო გრაფიკზე, გამოცდილებასა და მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hr@ciprf.ge.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე