დასახელება:
ციფრული აკადემიის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Digital Bus Academy
|
გამოქვეყნდა: 31 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"Digital Bus Academy" აცხადებს ვაკანსიას ციფრული აკადემიის ასისტენტის პოზიციაზე.
"Digital Bus" არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და მოქმედი პროფესიონალებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას. პლატფორმა ხელს უწყობს ინკლუზიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს შექმნას, სადაც ასაკს, გამოცდილებასა და პირად ინტერესებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენი აკადემიის მისია სცილდება მხოლოდ განათლების მიწოდებას - მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ისეთი პროფესიონალების აღზრდას, რომლებსაც ექნებათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები, ადაპტირდებიან თანამედროვე კარიერულ გამოწვევებთან, აფასებენ მრავალმხრივ პერსპექტივებს და მზად იქნებიან, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებით, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოების განვითარებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე (დამატებით უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კალენდრის მართვა;
** სხვადასხვა სახის მასალების მოძიება, გაანალიზება და რეზიუმირება;
** სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
** აკადემიის ხელმძღვანელების მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.
რას გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** სწავლა-განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისიდან 300 მეტრში.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ფიქსირებული.
ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეული კადრის კომპეტენციაზე, გამოცდილებასა და მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. გამორჩეული კომპეტენციისა და მაღალი შედეგების მქონე ასისტენტებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ბონუსები.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: info@digitalbus.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ციფრული აკადემიის ასისტენტი".
|
|
|
|