Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - სტიუარდინგის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სტანდარტების მიხედვით
** შხამ-ქიმიკატის გამოყენების ცოდნა და გაზავება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სამზარეულოს, ოფისის, სამრეცხაოს, კამერა მაცივრის, კამერა საყინულეს, სასმელების, ინვენტარისა და მშრალი საწყობის დალაგება/დასუფთავება დადგენილი ჩეკ-ლისტისა და სტანდარტების შესაბამისად [იატაკი, კედელი, ჭერი, თაროები, ნათურები, კარები, ფანჯრები]
** სერვისის ინვენტარის გარეცხვა, გამშრალება და დახარისხება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად [ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები, კოვზები და ა.შ]
** გატეხილი ინვენტარის აღწერა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** ნაგვის ურნების წმენდა, რეცხვა, ნაგვის გატანა
** დეზობარიერების ყოველდღიური დასუფთავება და დეზინფექცია
** გამწოვის, ჰაერის შემომტანის, კონდიციონერის, პერიოდული წმენდა [ფილტრი, ზედაპირი, გვერდები, ღარები]
** იატაკზე ნედლეულის ნარჩენის, ტალახის/ჭუჭყის ან ჭურჭლის ნამსხვრევის ქონის შემთხვევაში სისუფთავის უზრუნველყოფა
** ჰიგიენური საშუალებებისა და შხამ-ქიმიკატების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** სხვადასხვა საკითხების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდურად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მრეცხავი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება:

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე