სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას მიმღები საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.
სამუშაოს აღწერა:
** შეკვეთილი ტვირთის მიღება, გადათვლა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და მიზნობრივად გადაცემა დასაწყობებისთვის;
** მიღებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და გადამოწმება;
** ტრანზიტული საწყობის ნაშთების და გადაადგილებების კონტროლი;
** რითეილ საოპერაციო მენეჯერს/რითეილ კატეგორიის მენეჯერის მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** წუნდებული პროდუქციის დახარისხება (მომწოდებელთან დასაბრუნებელი, საუტილიზაციო), განცალკევებულად დალაგება და აღრიცხვა;
** პერსონალის მართვა და გადანაწილება მათი კვალიფიკაციის და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად დავალებების განაწილება და შედეგების მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება სასურველია საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ძალიან კარგად;
** აუცილებელია Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 30 ივნისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მიმღები საწყობის მენეჯერი".
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|