Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქი ქონსალთინგი
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
ორგანიზაციის შესახებ

"Key Consulting" წარმოადგენს საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებს კორპორაციული და საცალო მომხმარებლებისთვის.
პოზიციის შესახებ

ორგანიზაცია ეძებს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს რეგიონული წარმომადგენლობის განვითარებისთვის. კანდიდატი იქნება პასუხისმგებელი რეგიონში კომპანიის სერვისების პოპულარიზაციაზე და B2B გაყიდვების განვითარებაზე.

მოვალეობები:

** კორპორაციული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა რეგიონში
** შეხვედრების ორგანიზება და სერვისების პრეზენტაცია კომპანიებისთვის
** მოლაპარაკების წარმოება
** არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება

მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან დაკავშირებული სფერო)
** სასურველია კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

უნარები და კომპეტენციები:

** ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: ქუთაისი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: Geu.keyconsulting@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

აუცილებელია, წერილშივე მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მინიმალური ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება გასაუბრებისთვის მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე