Робота для біженців з України
შეფ დე პარტი, დემი შეფი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტი, დემი შეფი
მომწოდებელი: Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის შეფ დე პარტისა და დღის ცვლის დემი შეფის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

დეპარტამენტი: სამზარეულო
უშუალო ხელმძღვანელი: შეფი
მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
გრაფიკი: 00:00 - 08:00; 08:00-16:00 (5/2)

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთან;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება.

ბენეფიტი:

** კვება;
** ტრანსპორტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე