Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638247&print=yes&view=jobs
 
სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

დეპარტამენტი: სამზარეულო
უშუალო ხელმძღვანელი: შეფი
მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
გრაფიკი: 08:00 -16:00; 16:00 - 00:00; 00:00 -08:00 (5/2)

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** სამზარეულოს მოვლა, მოწესრიგება, ჰიგიენური ნორმების დაცვა სტანდარტების შესაბამისად;
** სამუშაო ადგილზე ქიმიკატების სწორად გამოყენება, გაზავება;
** ჭურჭლის გასუფთავება, გაშრობა პროცედურის დაცვით;
** სარეცხი მანქანების, დანადგარების გამოყენება, მოვლა, ჰიგიენური სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
** მზარეულებსა და სერვერებზე დახმარება საჭიროებისამებრ;
** დადგენილი პროცედურების დაცვით ნაგვის შეგროვება და დაცლა სამუშაო ურნებიდან;
** უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

ბენეფიტი:

** კვება;
** ტრანსპორტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია