დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვიკონ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 31 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"ვიკონ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზ.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00
შესვენება: 13:00-14:00
სამუშაოს აღწერა:
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** ოფისისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის შეძენა და მარაგების მონიტორინგი;
** ოფისის გამართულად ფუნქციონირების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის ტექნიკურ და დასუფთავების საკითხებთან მიმართებით;
** დღის განმავლობაში სტუმრების დახვედრა;
** პროგრამა self.hr-ში მუშაობა (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში გადამზადებას კომპანია უზრუნველყოფს);
** კორესპონდენციის წარმოება - გასული/შემოსული წერილების აღრიცხვა;
** მონაწილეობა დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
** მოთხოვნის მიხედვით, დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
** მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Mail, Internet) ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
პიროვნული უნარები:
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@vikon.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|