Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: ვიკონ გრუპი
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ვიკონ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზ.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00
შესვენება: 13:00- 14:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურაში, სამშენებლო ინჟინერია ან მსგავსი დარგი);
** გამოცდილება სამშენებლო სექტორში;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
** სამშენებლო პროცესების ინჟინრული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
** კონსტრუქციული გადაწყვეტილებების დაგეგმვა და სიზუსტის უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე;
** პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და პერიოდული განახლება;
** პროექტების ინჟინრული შეფასებების გაკეთება და ხარისხის კონტროლი;
** ხარისხის, უსაფრთხოებისა და რეგულაციების კონტროლი;
** მშენებლობის პროცესში რეკომენდაციების წარდგენა;
** ტექნიკური ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება..

პიროვნული უნარები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე