დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
თანდართული ფაილი:
638229_annex_2383327.zip
|
"ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
გაყიდვების სპეციალისტი დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებისა და დასახული მიზნების მისაღწევად უნდა ფლობდეს სპეციფიკურ უნარებსა და ცოდნას
** განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მენეჯმენტის, ლოგისტიკის დარგში, სატრანსპორტო ან საზღვაო სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სატრანსპორტო, ლოგისტიკურ ან სანავსადგურო დარგში;
- საზღვაო ნავსადგურის მომსახურების სპეციფიკის ცოდნა (სატვირთო გადაზიდვები, სატერმინალომომსახურება, დასაწყობება, საბაჟო მომსახურება და ა.შ.)
** საკომუნიკაციო უნარები:
- ზეპირი და საქმიანი წერილობითი ურთიერთობების ცოდნა;
- კლიენტებთან, ტვირთმფლობელებთან და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების უნარი.
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი:
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების ცოდნა და გარიგებების დადება;
- კომპრომისების გამონახვა და კონფლიქტების დარეგულირება .
** ანალიტიკური უნარები:
- ბაზრის ანალიზის ცოდნა, კლიენტთა მოთხოვნების გამოვლენა და კონკურენტული გარემოს შეფასება.
- CRM-სისტემებთან და სხვა გაყიდვების მართვასთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
** ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა;
** სტრატეგიული აზროვნება:
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების უნარი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი მომხმარებლების მოზიდვას და არსებულის შენარჩუნებას.
უცხო ენების ცოდნა: - ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა);
საორგანიზაციო უნარები: სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების, დროისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
კლიენტზე ორიენტირება:
- ფოკუსირება მომხმარებელთა საჭიროებებზე;
- უკუკავშირით მუშაობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უნარი;
** კანონმდებლობის ცოდნა
** მივლინებისთვის მზაობა
** კლიენტებთან შეხვედრებისთვის მზადყოფნა, გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობა
საკონტაქტო ელფოსტა: kajaiam@batumiport.com; apostol@batumiport.com
|
|
|
|