Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: Wishlist
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - "ვიშლისთი"  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც იქნება ბუღალტერიის გუნდის წევრი.

  სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამულად.
** სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა / დადასტურება, მოთხოვნების გაგზავნა, (RS.ge-ზე მუშაობა);
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა, აღრიცხვა-მონიტორინგი, კომპანიის პორტალზე ელექტრონულ ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
** სალაროში ფულადი ნაკადების მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი: საქვეანგარიშო პირებისთვის თანხების ყოველდღიური მოთხოვნა, თანხის გაცემა/დაბრუნება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
** კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული დღის, თვის, კვარტლის დახურვაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საბუღალტრო პროგრამა "1 C "-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.
** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
** Fitpass;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge. გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრის ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე