Робота для біженців з України
სტაჟირება - მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - მექანიკოსი
მომწოდებელი: დუსან ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "დუსან ჯორჯია-Doosan Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მექანიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** სამშენებლო ტექნიკის და დაკავშირებული სისტემების შეკეთება, პრობლემების იდენტიფიცირება;
** პირადი სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოვლა/მოწესრიგება;
** სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი.

მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ტექნიკური განათლება ან შესაბამისი პროფესიული გადამზადების, ტრენინგის დამადასტურებელი დოკუმენტი; ** სამუშაო გამოცდილება ავტორიზებულ ან სხვა სერვისცენტრებში.

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.
** სასურველია უცხო ენების ცოდნა ინგლისური;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
** სავალდებულოა მართვის მოწმობა, B კატეგორია.

ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში ფიქსირებული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. N115, მივლინებები ტექნიკის ლოკაციის ადგილზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით).

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი მისამართზე: vacancy@doosan.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე