Робота для біженців з України
მთავარი ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: X-Architecture
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
არქიტექტურული კომპანია "იქს-არქიტექტურა" წარმოადგენს თანამედროვე და ექსპერიმენტულ არქიტექტორთა გუნდს, რომელიც სპეციალიზებულია მასშტაბური საზოგადოებრივი და საცხოვრებელი პროექტების დიზაინში, მათ შორის აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი ეძებს მთავარ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც უხელმძღვანელებს მიმდინარე პროექტებს და ინტერიერის დიზაინის გუნდს.

აღნიშნულ კადრს უნდა შეეძლოს დიზაინის პროცესის სრული ციკლის მართვა კონცეფციის შექმნიდან პროექტის რეალიზებამდე.

Web page: www.x-architecture.co.uk
ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი)
კატეგორია: Head of Interior Design
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ვაკანტურ პოზიციაზე ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** პროექტების ხელმძღვანელობა ყველა ეტაპზე: კონცეფცია, გეგმარება, დიზაინის შემუშავება, ტექნიკური დოკუმენტაცია, ზედამხედველობა.
** დიზაინის გუნდის კოორდინაცია და მართვა — დიზაინერების და ვიზუალიზატორების პროფესიული მხარდაჭერა და რესურსების ეფექტური გადანაწილება.
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის მოთხოვნების ანალიზი, პრეზენტაციების ჩატარება და დიზაინერული გადაწყვეტილებების არგუმენტირებული წარდგენა.
** დიზაინის და მშენებლობის პროცესების ეფექტური კოორდინაცია პროექტის ყველა მონაწილესთან — არქიტექტორები, ინჟინრები, კონსტრუქტორები, მომწოდებლები.
** ობიექტზე მუშაობის პროცესში აქტიური ჩართულობა, ტექნიკური ზედამხედველობა და დიზაინის შესაბამისობის მუდმივი კონტროლი.
** დედლაინების მართვა, სტანდარტების და ხარისხის დაცვით.
** ინტერიერის დიზაინის მუშა დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ტექნიკური დეტალების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
** გრაფიკული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** 3D Max (სასურველია)
** AutoCAD
** Adobe Photoshop
** Autodesk Revit

უნარები:

** სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. (დიზაინის პროცესების ეფექტური დაგეგმვა, რესურსების მართვა და პროექტის მიმდინარეობის ზედამხედველობა)
** არგუმენტაციის, კომუნიკაციის და დასაბუთების უნარი. (იდეების ზუსტად გადმოცემა გუნდის წევრებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან)
** პრობლემასთან გამკლავების უნარი. (არაპროგნოზირებად სიტუაციებზე მყისიერი რეაგირება სტრატეგიული ხედვით)
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი. (დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა)
** გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი.
** პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00 საათამდე
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
** განვითარების და ხელფასის ზრდის პერსპექტივა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო (მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@x-architecture.co.uk. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება (მთავარი ინტერიერის დიზაინერი)

შპს "X-architecture"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე